მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ნაკრებია, რომლებზეც თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად.
ეს მიზნები ჩვენ წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება: სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს. ეს მიზნები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და იმისთვის, რომ არავინ დარჩეს მათ მიღმა, მნიშვნელოვანია, თითოეული ეს მიზანი და ინდიკატორი 2030 წლამდე შესრულდეს.
გაეროს ბავშვთა ფონდის 2016-2020 წლების ეროვნული პროგრამის ძირითადი მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ბავშვის უფლებათა განხორციელებაში ყველაზე ღარიბი და დაუცველი ბავშვების სოციალური ინკლუზიისა და უთანასწორობის აღმოფხვრის გზით.
იუნისეფის 2016-2020 წლების ეროვნული პროგრამის პრიორიტეტებია: ჩვილ ბავშვთა სიცოცხლის შენარჩუნებადა განვითარება, სოციალური დაცვა და ინკლუზია, მართლმსაჯულება ბავშვებისთვის და ბავშვის უფლებათა მონიტორინგი.
პრიორიტეტული სფეროები
- ბავშვების, განსაკურებით კი ყველაზე დაუცველი ბავშვების დახმარება სიცოცხლის ადრეულ წლებში (ჩასახვიდან 6 წლის ასაკამდე), ასევე მათი ოჯახების დახმარება ბავშვისათვის მზრუნველი გარემოს შესაქმნელად.
- პროაქტიური, ბავშვზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემის შექმნა, რომელიც ფოკუსირებული იქნება ეროვნული კანონმდებლობისა და პოლიტიკის გაძლიერებაზე და ქმედითი სოციალური მომსახურებების ხელშეწყობაზე, რათა ყველაზე დაუცველი ბავშვიანი ოჯახებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო, მზრუნველი და კეთილგანწყობილი გარემო.
- ხარისხიანი სკოლამდელი და დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა თითოეული ბავშვისთვის.
- დაუცველი ოჯახების დახმარება ბავშვზე მორგებული სოციალური სერვისების მიწოდებით და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების სოციალური ინკლუზია.
- ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნა, სადაც დაცული იქნება კანონთან კონტაქტში მყოფი თითოეული ბავშვის უფლება და ბავშვთა უფლებების მონიტორინგის მექანიზმების გაუმჯობესება.
- აფხაზეთში მცხოვრები ბავშვებისა და ქალების დახმარება ხარისხიანი ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური მომსახურებების მიწოდებით.

