ინგლისური ენის წრე

     საწრეო მუშაობის წარმართვის ინიციატივა უცხოენის კათედრაზე შეთანხმებით მივიღეთ შევათანხმეთ სკოლის დირექციასთან მშობლებთან და მოსწავლეებთან.შევიმუშავე პროგრამა მოსწავლეთა ინტერესის გათვალისწინებით და განვათავსე საჯაროდ სკოლის facebook გვერდზე
აქ გაეცნობით  წრის სამუშაო პროგრამას, ჩატარებული მეცადინეობების მოკლე მიმოხილვას და ფოტო მასალას.

სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტისსოფელ ქვედა სიმინეთის #1 საჯარო სკოლა

     წრის დასახელება:   „My English”
   
საგნობრივი წრე ინგლისურ ენაში – „My English “
იწვევს მოსწავლეებს 9 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით. წრის მუშაობა შედგება ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს 14:30 სთ-დან 15:30 სთ-მდე.
საგნობრივი წრე უფასოა.
ინგლისური ენის წრის მიზანია
1. მოსწავლეებში დამოუკიდებელი და კრეატიული აზროვნების განვითარება.
2. უცხო ენის მიმართ ინტერესის გაღვივება.
3. მოსმენის კულტურის და საუბრის ხელოვნების გაუმჯობესება.
4. ინტელექტუალობის ხარისხის ამაღლება.
5. თანამშრომლობითი უნარის განვითარება.
წრის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეების საგნობრივი ცოდნის ამაღლებას.
სწავლების თანამედროვე მეთოდების და სტრატეგიების დანერგვა,
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ინგლისური ენის სწავლების პროცესში კითხვის, წერის, მოსმენის, საუბრის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობი პირობაა.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სწავლების მთავარი ამოცანაა მოსწავლის ინტერესის სტიმულირება, მოტივაციის გაძლიერება: შესაბამისად, მოზარდებმა უნდა შეიყვარონ ენის შესწავლის პროცესი და თვით უცხოური ენა და კულტურა.საწრეო მშაობისას ყურადღება დაეთმობა სწავლების ისეთ მეთოდს, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლის განვითარების თავისებურებებს და ინტერესებს სწავლების შესატყვისი ხერხებით.
მოსწავლეთა შერჩევა მოხდება ტესტირებით.
ინგლისური ენის 1საგნობრივ წრეში მოსწავლეთა რაოდენება იქნება 10.
დაინტერესებული მოსწავლე და მისი მშობელი დაგვიკავშირდით ტელ: 599 65 29 89
წრის ხელმძღვანელი: ნათია აბულაძე.
საწრეო მუშაობის გეგმა
1.11.10. 2019 მოსწავლეებისათვის საწრეო მუშაობის მიზნისა და მისაღწევი შედეგების გაცნობა. ( საუბარი, მინი-ლექცია)
2. 16.10.2019 about me ჩემს შესახებ (ტექსტის კითხვა, გაანალიზება,-ახალი სიტყვების ამოწერა ტექსტიდან. კითხვა-პასუხი.საპრეზენტაციოდ ელექტრონული ფორმის დავალების შესრულება.)
3.18.10. 2019 Birthday party “-დაბადების დღის წვეულება( ტექსტის კითხვა, გაანალიზება,-ახალი სიტყვების ამოწერა ტექსტიდან. კითხვა-პასუხი.საპრეზენტაციოდ ელექტრონული ფორმის დავალების შესრულება.)
4. 23.10.2019 One day ერთი დღე (ინტერნეტის გამოყენებით გაზიარებული ტექსტის კითხვა, პერიფრაზირება,გააზრება კითხვებზე -პასუხით. ახალი ლექსიკური მარაგის დამუშავება .
5. 25.10. 2019 Letter to a friend წერილი მეგობას( დღის ამბების შესახებ ონლაინგაუგზავნიან რომელიმე მეგობარს ან მშობელს წერილს.)
6. 28.10.2019 Phobia, Emotions ფობია, ემოციები-( ტექსტის მოსმენა და კითხვა, გაანალიზება,-ახალი სიტყვების ამოწერა ტექსტიდან. კითხვა-პასუხი.
7.30.10 Sports and Healthy Life სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება-( მცირე პროექტი ჯგუფური მუშაობის პროცესში)
8. 6.11.2019 Bullying ბულინგი- დიალოგები ფილმის ჩვენების შემდგად მცირე სტატიის დაწერა
9. 8.11.2019 Crossword, synonyms and antonymsკროსვორდი, სინონიმები და ანტონიმები.როგორ იგება კროსვორდი და რა თავისებურება აქვს კროსვორდის შედგენას
10. 11.11.2019 წრის მუშაობის შეჯამება.


________________________________________________________________
  11 ოქტომბერს გაიმართა წრის მეცადინეობის პირველი შეხვედრა.მოსწავლეებს გავაცანით წრის 1. მუშაობის პროგრამა,მიზანი და მისაღწევი შედეგები.შევავსეთ დასწრების ფურცლები.მეცადინეობას ესწრებოდა კათედრის წარმომადგენელი ნათია ამბროლაძე


 2. 16 ოქტომბერს გაიმართა წრის მეცადინეობის მეორე შეხვედრაabout me ჩემს შესახებ (ტექსტის კითხვა, გაანალიზება,-ახალი სიტყვების ამოწერა ტექსტიდან. კითხვა-პასუხი.საპრეზენტაციოდ ელექტრონული ფორმით დავალების შესრულება.)

3. 18  ოქტომბერს გაიმართა წრის მეცადინეობის მესამე შეხვედრა.შეხვედრა ხალისიანი გამოვიდ
დაბადების დღის წვეულება( ტექსტის კითხვა, გაანალიზება,-ახალი სიტყვების ამოწერა ტექსტიდან. კითხვა-პასუხი.საპრეზენტაციოდ ელექტრონული ფორმით შეასრულეს დავალება.



4. 23 ოქტომბერს გაიმართა წრის მეცადინეობის მეოთხე შეხვედრა One day ერთი დღე (ინტერნეტის გამოყენებით გაზიარებული ტექსტის კითხვა, პერიფრაზირება,გააზრება კითხვებზე -პასუხით. ახალი ლექსიკური მარაგის დამუშავება.
5. 23 ოქტომბერს გაიმართა წრის მეცადინეობის მეოთხე შეხვედრა
Emotions ფობია, ემოციები-( ტექსტის მოსმენა და კითხვა, გაანალიზება,-ახალი სიტყვების ამოწერა ტექსტიდან. კითხვა-პასუხი)


საწრეო მუშაობის წარმართვის  რეფლექსია

                            ინგლისური ენის წრე     წრის ხელმძღვანელი ნათია აბულაძე


         2019 წლის პირველ სემესტრის დასაწყისში ჩამოვაყალიბე ინგლისური ენის წრე სახელწოდებით ,,My English”,.ინფორმაცია წრის ჩამოყალიბების შესახებ განვათავსე სკოლის facabook გვერდზე( იხილეთ დანართი1  )და მოიცავდა 9 სამუშაო შეხვედრას. წრის მიზანი იყო: 
  
1.  მოსწავლეებში დამოუკიდებელი და კრეატიული აზროვნების განვითარება.
2.  უცხო ენის მიმართ ინტერესის გაღვივება.
3.  მოსმენის კულტურის და საუბრის ხელოვნების გაუმჯობესება.
4.  ინტელექტუალობის ხარისხის ამაღლება.
5.  თანამშრომლობითი უნარის განვითარება. 
        თავდაპირველად მიზნად დავისახე საწრეო მუშაობის პროგრამა მოსწავლეთა ინტერესებზე მომერგო, შესაბამისად გავითვალისწინე მათი შესაძლებლობები, მათ მივანდე შეერჩიათ ის თემები, რომლებიც მათთვის აქტუალურია და ნაკლებად ან საერთოდ არ ეცნობიან სკოლის სახელმძღვანელოში. ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე საბოლოოდ შევარჩიეთ ის საწრეო პროგრამა და თემები, რომლებიც მოსწავლეებს ძალიან აინტერესებდათ და სურდათ მეტი ინფორმაციის გაგება.
       წრის ყოველი შეხვედრა დატვირთული იყო სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით. წრის აქტუალობას ხელი შეუწყო სხვადასხვა რესურსების გამოყენებამ, მაგ: სახელმძღვანელოები, კლასგარეშე ლიტერატურა, დაფა, ცარცი, თვალსაჩინოებები, ფლიპჩარტები, იდუმალი ყუთი, კომპიუტერი, ინტერნეტი, თემებზე შექმნილი სლაიდების ჩვენება.
       წრის სამუშაო შეხვედრებზე მუშაობა მიმდინარეობდა - ინდივიდუალურად, წყვილებში და ჯგუფურად. ჩვენი მიზანი იყო თანამშრომლობითი ურთიერთობის განვითარება, რაც ნამდვილად შედგა. მუშაობის დროს კეთილგანწყობილი გარემო იყო, მოსწავლეებს შეეძლოთ საკუთარი აზრის გამოხატვა და ასევე სხვისი აზრის გაზიარება. ყოველ მომდევნო შეხვედრას ხალისით და ინტერესით ელოდებოდნენ.
        წრის ჩამოყალიბებამ ხელი შეუწყო მის პოპულარიზაციას არამარტო მოსწავლეებში, არამედ მშობლებშიც. მოსწავლეებს გაუღვივა  საგნისადმი ინტერესი და წრის დასასრულს ყველა მოსწავლე გამოხატავდა დადებით ემოციას და სურვილს წრის ისევ გაგრძელებასთან დაკავშირებით. სხვებსაც გაუჩნდათ სურვილი წრეში მონაწილეობის. წრეში ჩართულობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა თვითრეალიზაციის ამაღლებას, მათ განუმტკიცდათ კომუნიკაციის უნარი.
       ზოგჯერ იყო ხარვეზები, მაგალითად გაცდენების მხრივ, გარკვეული მიზეზების გამო ზოგიერთი მოსწავლე ვერ დაესწრო ყველა შეხვედრას.
        სამუშაო შეხვედრები პროდუქტიული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის და დადებითად იმოქმედა საგაკვეთილო პროცესზე.
  


დანართი 1
ბმული წრის დაარსების და პროგრამის შესახე


No comments:

Post a Comment

ჩემს შესახებ

  მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ნაკრებია, რომლებზეც თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა უკეთესი და უფრო მდგრად...