Friday, November 29, 2019
სასწავლო პროექტი „ლონდონის ღირშესანიშნაობები“;
სასწავლო პროექტი ინგლისურ ენაში
პროექტის სახელწოდება: „ლონდონის ღირშესანიშნაობები“;
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა გაიღრმაინ ცოდნა და შეიძინონ მეტი ინფორმაცია ლონდონის შესახებ, ჩამოუყალიბდეთ ინფორმაციის მოგროვების და დახარისხების უნარი, განუვითარეთ თანამშრომლობის უნარ-ჩვევები;
პროექტის აქტუალობა: ევროპული ცნობიერების გამყარების მიზნით, საქართველოს და დიდი ბრიტანეთის კეთილმეგობრული ურთიერთობა და სასწავლო მასალად მრავალჯერ გავლილი მოკლე ტექსტები, დიდ ინტერესს აჩენს მეტი ინფორმაცია გვქონდეს ლონდონის შესახებ.
პროექტის მიზნები: მოსწავლემ გაიუმჯობესოს მოსმენის, კითხვისა და ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობისა და ინფორმაციის სისტემატიზაციის უნარ-ჩვევები; შეივსოს ლექსიკური მარაგი ინგლისურ ენაში; შეძლოს ლონდონის შესახებ ტურისტული გზამკვლევი ან საინფორმაციო ბუკლეტი შექმნა და მოახდინონ ნამუშევრის პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე.
მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ტურისტული გზამკვლევი ან/და საინფორმაციო ბუკლეტები ლონდონის ღირშესანიშნაობების შესახებ.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, პრინტერი, ფლიპჩარტი, საწერი ფურცლები, ფერადი მარკერები, ფერადი ფანქრები...
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
პირველი კვირა
- პროექტის მონაწილეები იყოფიან 3 ჯგუფად (თითოეულ ჯგუფში არაუმეტეს 3მოსწავლე);
- თითოეული ჯგუფი ირჩევს სხვადასხვა ღირშესანიშნაობას;
- ჯგუფში მოსწავლეები ინაწილებენ ფუნქციებს: ერთი აგროვებს ინფორმაციას ლონდონის გეოგრაფიულ მდებარეობის და ისტორიის შესახებ; მეორე არჩეული ღირშესანიშნაობის გეოგრაფიული მდებარეობისა და შექმნის ისტორიას; მესამე - ამ ქვეყნით ტურისტებით დაინტერესების მნიშვნელოვან ადგილებს ; მეოთხე - ამ ქვეყნის ცნობილი ადამიანების შესახებ ინფორმაციას; მასწავლებელი ახდენს პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგს
მეორე კვირა
მასწავლებელი თანამშრომლობს ცალკეულ ჯგუფებთან და უწევს მათ საჭირო კონსულტაციას
- ჯგუფის ირჩევს ლიდერს, რომელიც ახდენს შეგროვილი ინფორმაციის სისტემატიზაციას;
მესამე კვირა- ჯგუფები ამზადებს საინფორმაციო ბუკლეტს ლონდონის შესახებ და ჯგუფები ახდენს მათი ნაშრომის პრეზენტაციას გაკვეთილზე Ms Powerpoint-ში მომზადებული სლაიდ-შოუს მეშვეობით;
- ჯგუფების მიერ მომზადებული პრეზენტაციების საფუძველზე მასწავლებლის მეთვალყურეობით მოსწავლეები აკეთებენ ტურისტულ გზამკვლევს ლონდონის ღირშესანიშნაობის შესახებ;
- მოსწავლეთა შეფასება ხდება ანალიტიკური შეფასების რუბრიკის მეშვეობით;
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნული სასწავლო გეგმასთა.
პროექტი ინტეგრირებულია ისტორიასთან და გეოგრაფიასთან:ესგ სტანდარტი და ინდიკატორები:
უცხ.ს.II.12. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს შემეცნებითი ტექსტი სხვადასხვა თემაზე (კულტურისა და საბუნებისმეტყველო სფეროებიდან).
უცხ.ს.II.13. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს თხრობითი ტექსტი (ცხოვრებისეული ისტორია, მოგონება, დღიური).
უცხ.ს.II.18. მოსწავლეს შეუძლია შექმნას სარეკლამო ხასიათის ინფორმაციული ტექსტი (ბუკლეტი, აფიშა).
უცხ.ს.II.28. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან.
უცხ.ს.II.29. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოენოვანი ქვეყნის კულტურისა და სოციოკულტურის თავისებურებების მიმართ.
- უცხ.ს.V.24. მოსწავლეები ამუშავებენ უცხოურენოვან წყაროებს/ტექსტებს შემდგომი გამოყენებისათვის (მაგალითად, მასალის მოძიება-შეგროვება სასკოლო პროექტების განსახორცილებლად).
- უცხ.ს.V.27. მოსწავლე იყენებს რესურსებს სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
- უცხ.ს.V.29. მოსწავლე თანამშრომლობს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნათია აბულაძე
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ჩემს შესახებ
მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ნაკრებია, რომლებზეც თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა უკეთესი და უფრო მდგრად...
-
matsne.gov.ge/ka/document/view/5548127?publication=0&fbclid=IwAR2gSoC14uO4vUFmGyjBwIF_j3ZvIUuLsXx3_eBcqWaMYx-0gigRG1PH93M&scroll=0 ...
-
სასწავლო პროექტი ინგლისურ ენაში პროექტის სახელწოდება: „ლონდონის ღირშესანიშნაობები“; პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა გაიღრ...
No comments:
Post a Comment