სოციალური პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება ,,შემოდგომა"
პროექტის
ავტორი პედაგოგი: ინგლისური ენის პედაგოგი ნათია აბულაძე
პროექტის შინაარსი და აქტუალურობა მშობლები ნაკლებად ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში.მითუფრო ინგლისური ენის სწავლებაში.ვფიქრობ მათი
ჩართულობა პროექტებში დადებითი შედეგების მომტანი იქნება.
ჩემი მიზანია დავანახო მშობელს შვილების
განსხვავებული უნარები (როლური,
სემოქმედებითი და ა.შ), შევცვალო მათი დამოკიდებულება შვილების და სასკოლო საგაკვეთილო პროცესების მიმართ,
ასევე სასკოლო ცხოვრება გავხადო მრავალფეროვანი და საინტერესო, ავაგო სხვა ურთიერთობები მოსწავლეებთან საგაკვეთილო პროცესების მიღმა.
საფეხური/კლასი: საბაზო/ მე-7
პროექტის განხორციელების დრო: 27.10.2019-20.11.2019
პროექტის სასწავლო მიზნები
პროექტის მიზანი -სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება, შემოქმედებითი უნარის განვითარება, თნამშრომლობითი კულტურის ამაღლება.
მშობელთა ჩართულობის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში.
მოსალოდნელი შედეგები:გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, სასკოლო ცხოვრება გახდება მრავალფეროვანი და საინტერესო, უკეთესობისკენ შეიცვლება დამოკიდებულება სკოლასა და მშობელს შორის, მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის. მოსწავლეებს განუვითარდებათ თნამშრომლობითი უნარები, ჩამოუყალიბდებათ პრაქტიკული ჩვევები ,რომლებიც მათი შემოქმედებითი უნარების გახსანას და ამოქმედებას ემსახურება(
როლური თამაშები და სხვა.)
პროექტის განხორციელების რისკები: პროექტი მიმდინარეობისას ელექტროენერგიის გათიშვა; მშობლების ნაკლები მხარდაჭერა ორგანიზაციულ საკითხებში;
რისკების თავიდან აცილების გზები: ცხელ ხაზზე დარეკვით ენერგოპროჯორჯიასთან ელექტროენერგიის არგათიშვასთან დაკავშირებით მოლაპარაკება; მშობლებთან შეხვედრა მოსწავლეების ფორმებთან დაკავშირებით და მათი აზრისა და შესაძლებლობების გათვალისწინება;
აქტივობები:
· სკოლის დირექციასთან შეხვედრა და მათი დაინტერესება პროექტით.
· პროექტის იდეის განხილვა და სამომავლო აქტივობების დაგეგმვა,პასუხისმგებელი და დაინტერესებული პირების გამოკვეთა
· მშობლებთან შეხვედრა და მათი აქტიური ჩართვა შემოქმედებით პროცესში
· მოსწავლეების შერჩევა პროექტში
მონაწილეობის მიზნით.
· მოსწავლეთათვის პროექტის თემის აქტუალობისა და მიზნების გაცნობა.
· მოსწავლეებზე დავალებების მიცემა
· როლების შერჩევა
· შერჩეული როლების მორგება და პრაქტიკული მუშაობა ტექსტის
გამოთქმასა და .
· სკოლასო ოთახის მოწყობა
პროექტის მონიტორინგი
|
საპროექტო აქტივობები
|
ვადა
|
შედეგი
|
საჭირო რესურსი
|
პასუხისმგებელი პირი
|
|
|
სკოლის დირექციასთან შეხვედრა და მათი დაინტერესება პროექტით ,
|
27. 10
|
შედგა შეხვედრა დირექციასთან,პროექტი
მოწონებული იქნა
|
მოსწავლეები
საკლასო ოთახი
სკოლის დირექცია
|
პედაგოგი
ინგა თირქია
|
|
|
პროექტის იდეის განხილვა და სამომავლო აქტივობების დაგეგმვა
|
28.10
|
გავაცანი პროექტის იდეა მოსწავლეებს, უცხოენის კათედრის მასწავლებელს, კლასის დამრიგებლებს.
|
მოსწავლეები,კლასის ხელმძღვანელები, ცეკვის და მუსიკის პედაგოგები
|
პედაგოგი,
მოსწავლეები
|
|
|
მშობლებთან შეხვედრა და მათი აქტიური ჩართვა შემოქმედებით პროცესში
|
29.10
|
მქონდა შეხვედრა მშობლებთან
|
მშობლები,საკლასო ოთახი
|
პედაგოგი,
მშობლები
|
|
|
მოსწავლეების შერჩევა საახალწლო ღონისძიებისთვის
|
30.10
|
შეირჩა მოსწავლეთა ჯგუფი
|
მოსწავლეები
|
პედაგოგი
მოსწავლეები
|
|
|
მოსწავლეთათვის პროექტის თემის აქტუალობისა და მიზნების გაცნობა.
|
31.10
|
მოეწყო მოსწავლეთა ჯგუფთან პირველი შეხვედრა.
|
მოსწავლეები
|
პედაგოგი
მოსწავლეები
|
|
|
მოსწავლეთათვის დავალებების განაწილება
|
1 .11
|
მეორე შეხვედრაზე მოხდა ღონისძიებისთვის საჭირო რეკვიზიტების შექმნა თეატრალური ნომრების შერჩევა.
|
მასწავლებელი,მოსწავლეები,აუდიო და ვიდეო მასალა.
|
პედაგოგი მოსწავლეები
|
|
|
ტექსტების
გადანაწილება რიტმული მოძრაობების და თეატრალური ნომრებისათვის როლების მორგება მოსწავლეებზე
|
4.11
|
გადანაწილდა მოსწავლეებს შორის როლები და მოხდა
პრაქტიკული ვარჯიში ამ მიმართულებით
|
მოსწავლეები,მასწავლებელი,სკოლის დარბაზი,აუდიო მასალა,
|
პედაგოგი
მოსწავლეები
|
|
|
შერჩეული როლების
დამუშავება,რიტმული
მოძრაობების დახვეწა.
|
5.11-18.11
|
რეპეტიციები რეპეტიციების დროს მოსწავლეთა
მშობლების ჩარულობა და დახმარება ხშირად გამოიკვეთა.
|
მასწავლებელი, მოსწავლეები, აუდიო მასალა, ინსტრუმენტები,სკოლის დარბაზი
|
პედაგოგი
|
|
|
სკოლის დარბაზის მოწყობა
|
19.11
|
დიზაინის შერჩევა, დეკორაციების შექმნა დარბაზის ერთობლივად მორთვა
|
მოსწავლეები,მასწავლებელი ფერადი ლენტები,ქაღალდის და ბუნებრივი
ფოთლების დეკორაციები
|
პედაგოგი
|
|
|
პროექტის
დასკვნითი ღონისძიება ,,ყვითელი ფოთლები''
|
20. 11
|
მოსწავლეები, მაწავლებლები,აუდიო მასალა
|
პედაგოგი
|
||
სსიპ თერჯოლის
მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის #1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგ
ნათია აბულაძის
სოციალური პროექტ ,,შემოდგომის“ რეფლექსია
პროექტი წარიმართა გეგმის მიხედვით. ყველა აქტივობა მიმართული იყო მიზნის მისაღწევად.აქტივობების დამატება და მოდიფიცირება არ დამჭირვებია, მაგრამ ზოგიერთი მოსწავლის ავადმყოფობის გამო მოხდა ჩანაცვლება სხვა მოსწავლით,რომლის შერჩევა არ იყო ადვილი. მსგავსი პროექტების განხორციელებისას გავითვალისწინებ მსგავს რისკფაქტორებს.
ყველაზე წარმატებული კომპონენტი იყო ურთიერთობა ჩემსა და მოსწავლეებს
შორის და მშობელთან ჩართულობა.კონცერტის შემდეგ
მშობლების მადლიერების
და შვილებით აღფრთოვანების ემოციებმა
წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემში.
ამ პროექტის განხორციელების შედეგად მოხდა სასკოლო თემის ყველა რგოლს შორის კეთილგანწყობილი დამოკიდებულებების განმტკიცება და მზაობა შემდგომი თანამშრომლობისათვის. მივიღეთ დაინტერესებული მშობელი, მოტივირებული მოსწავლეები. მოსწავლეებს განუვითარდათ თანამშრომლობითი უნარები, გამოუმუშავდათ ხელოვნებისა და კულტურის აღქმის უნარი, ჩამოუყალიბდათ პრაქტიკული ჩვევები ,რომლებიც მათი შემოქმედებითი უნარების გახსანას და ამოქმედებას ემსახურება.ინგლისური ენის სწავლებაში ძალიან დიდ როლს
თამაშობს აქტივობა ,, როლური თამაშები“ და ეს პროექტი რათქმაუნდა დაგვეხმარა
ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და სწორად წარმოთქმის პრაქტიკული მხარის
გააქტიურებაში.
_________________________________________________________
სასწავლო პროექტი
ინგლისურ ენაში
პროექტის სახელწოდება:
,,არ მეშინია“
სამიზნე ჯგუფი მოსწავლეთა ასაკი: 10-11 წელი
პროექტის მთავარი იდეა : მოზრდები გააცნობიერებენ თუ როგორ უნდა მართონ საკუთარი ემოციები
• პროექტის აქტუალობა: სხვადასხვა ფობიებიუცნაური
წარმოსახვები რომელიც იწვევს ერთგვარ შიშს.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეძლებენ ინგლისურ ენაზე პროექტის განხორციელებას რითაც გაიმდიდრებენ
ლექსიკურ მარაგს. პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს, რომ განასხვაონ რეალური
და წარმოსახვითი ერთმანეთისგან
• ვადები/ხანგრძლივობა: 6 დღე
• მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:ინტერაქტიული გამოკითხვა, სტატისტიკის შექმნა, ინტერვიუ ფსიქოლოგთან ან
სპეცმასწავლებელთან, ფოტოკოლაჟის ან ნახატების ალბომის
შექმნა
• პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კალმები,ფურცლები,მარკერი,დიქტაფონი,კომპიუტერი,ინტერნეტი, ვიდეოკამერა,პლაკატის ფორმატები,
• პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
მასწავლებელი გააცნობს
მათ პროექტის შინაარსს და აქტუალობას.
შეადგენენ სამოქმედო გეგმას რის შემდეგაც გაიყოფიან ჯგუფებად სხვადასხვა ინტერესების მიხედვით Iჯგუფი,
ჩაატარებენ გამოკითხვას მოსწავლეებსი ან
მასწავლებლებში თუ რისი შიში დომინირებს მოსახლეობაში და შექმნიან სტატისტიკას, IIჯგუფი ჩაწერს ინტერვიუს ფსიქოლოგთა ანკლასის დამრიგებელთან თემაზე- რა მეთოდით დავძლიოთ შიშის ფაქტორი მოზარდებში?
III ჯგუფი ინტერნეტის საშუალებით მოიძიებს რეალურ ფოტოებს რა არის მოჩვენება და რა არის მონსტრი.
IVჯგუფი გადაიღებს ან დახატავს ან მოიძევს სადაც გააპროტესტებენ ხელოვნურად შექმნილ შიშის ფაქტორებს. VI ჯგუფი მთლიან მასალას გადათარგმნის, გაუკეთებს კორექტირებასდა ყოველვმონაწილეს მიუჩენს მთავარი თემის ირგვლივ მომზადებულ პრეზენტაციაში.მოსწავლეები შეფასდებიან რუბრიკით.
მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლეებთან და
მონიტორინგს უწევს პროექტზე მუსაობის გეგმას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
უცხ.დ.V.11. მოსწავლეს შეუძლია
მცირე ზომის ტექსტის შექმნა.
უცხ.დ.V.9. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება.
უცხ.დ.V.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება უცხ.დ.V.21. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
საჭირო რესურსაები:
ინგლისური ენის სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, ფოტო მასალა, თვალსაჩინოება.ფლიტჩარტი.ფერადი
ფურცლები,სახატავი ფანქრები.
ქტივობის ცხრილი
აქტივობა
|
თარიღ. 2019 წ ნოემბერი
|
შმსრულებელი
|
||||||||||
9
|
12
|
13
|
14
|
15
|
16
|
ინგლისური
ენის
მასწავლებელი,
|
მოსწავლეები
|
|||||
1
|
იდეების დელეგირება
|
+
|
||||||||||
2
|
პროექტის დაგეგმვა,ფუნქციების
განაწილება
|
+
|
||||||||||
3
|
რესურსების მოძიება
|
+
|
||||||||||
4
|
სახელმძღვანელოში და დამატენითი
ინფორმაციის მოძიებამოძიებული
ინფორმაციის
დასწავლა
|
+
|
||||||||||
5
|
მოძიებული ინფორმაციის
ხარისხის
შემოწმწბა
მონიტორინგი
|
+
|
||||||||||
6
|
ინტერვიუს ჩაწერა
ფოტო კოლაჟის და ნახატების
შეგროვება
|
+
|
||||||||||
7
|
ჯგუფში განაწილება,
პრეზენტაციაზე
მუშაობა
|
+
|
||||||||||
8
|
პრეზენტაცია პროექტის
შეფასება
|
+
|
||||||||||
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
ძალიან კარგი
|
კარგი
|
საშუალო
|
დაბალი
|
ჯგუფის მიერ სამუშაო
მიზნის
გააზრება
|
ჯგუფმა მიზანი
კარგად
გააცნობიერა
|
ჯგუფმა მიზანი
გააცნობიერა
|
ჯგუფმა მიზანი
ნაწილობრივ
გააცნობიერა
|
ჯგუფმა მიზანი
ვერ
გააცნობიერა
|
ჯგუფის მიერ მუშაობის
ორგანიზება
|
ჯგუფის მიერ სამუშაო
კარგად
იყო
ორგანიზებული.
ჯგუფის
წევრებს
შორის
ფუნქციები
სწორად
და
თანაბრად
განაწილდა
|
ჯგუფის მიერ სამუშაო
კარგად
იყო
ორგანიზებული,
მაგრამ
ჯგუფის
წევრებს
შორის
ფუნქციები
არა
თანაბრად
განაწილდა
|
ჯგუფის მიერ სამუშაო
ნაწილობრივ
იყო
ორგანიზებული.
ჯგუფის
წევრებს
შორის
ფუნქციები
არათანაბრად
განაწილდა
|
ჯგუფის მიერ სამუშაო
კარგად
არ
იყო
ორგანიზებული.
ჯგუფის
წევრებს
შორის
ფუნქციები
არა
თანაბრად
განაწილდა
|
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების
უნარი
|
აქვს საუკეთესო
ურთიერთქმედებისა
და
აზრთა
გაზიარების
უნარი
|
აქვს საკმარისად
ურთიერთქმედებისა
და
აზრთა
გაზიარების
უნარი
|
აქვს ნაწილობრივ
ურთიერთქმედებისა
და
აზრთა
გაზიარების
უნარი
|
არ აქვს ურთიერთქმედებისა
და
აზრთა
გაზიარების
უნარი
|
დროის ლიმიტი
|
საუკეთესოდ იცავენ
დროის
ლიმიტს
|
საკმარისადიცავენ დროის ლიმიტს
|
უჭირს დროის ლიმიტის
დაცვა
|
ვერ
იცავენ
დრიოს
ლიმიტს
|
თანამშრომლობა
|
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური,
ჯგუფის
ყველა
წევრს
შორის
იყო
პოზიტიური
და
საქმიანი
ურთიერთობა
|
ჯგუფის თითქმის
ყველა
წევრი
იყო
აქტიური,
ჯგუფის
წევრს
შორის
იყო
პოზიტიური
და
აქტიური
ურთიერთობა
|
ჯგუფის რამდენიმე
წევრი
აქტიურობდა,
ჯგუფის
წევრებს
შორის
ზოგჯერ
იძაბებოდა
ურთიერთობა
|
ჯგუფის წევრები
არ
აქტიურობდნენ,
ჯგუფის
ყველა
წევრს
შორის
არ
იყო
პოზიტიური
და
საქმიანი
ურთიერთობა
|
პროექტის შეფასება-სასწავლო პროექტის პრეზენტაციას დაესწრებიან მასწავლებლები,მოსწავლეები, შეფასების ჯგუფის წევრები.
პროექტის ხელმძღვანელი-
ნათია
აბულაძე ინგლისური
ენის მასწავლებელი
სსიპ.თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის #1 საჯარო
სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელ ნათია აბულაძის სასწავლო
პროექტ ,,არ მეშინიას“
რეფლექსია
მოსწავლეებთან ერთად დავგეგმე და განვახორციელე სასწავლო პროექტი ,,არ მეშინია. მეხუთე კლასის სახელმძღვანელოში არსებული ტექსტები და წარმოსახვითი მოჩვენებები და მისტიური ამბებმა ბავშვებს გაუჩინათ სურვილი გაგვერკვია შეესაბამებოდა თუ არა ეს სინამდვილეს.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გაემდიდრებიათ ლექსიკურ მარაგი. პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს, რომ განასხვაონ რეალური და წარმოსახვითი ერთმანეთისგან. პროექტის დაწყებისთანავე მოსწავლეები ავლენდნენ აქტიურობას. ჯგუფებში შეიმჩნეოდა მოტივაციის მაღალი ხარისხი. ისინი
აგროვებდნენ საჭირო მასალებს, სურათებს, ინფორმაციას მათი დავალების შინაარსიდან გამომდინარე. ინტერვიუმ და ფოტო კოლაჟმა მოსწავლეების განსაკუთრებული მოწონება გამოიწვია. მოსწავლეებმა მიიღეს
ახალი ინფორმაციები, გაიმდიდრეს ლექსიკა. ჩამოუყალიბდათ
თანამშრომლობის და ორგანიზებულების
უნარი.ბოლო
ეტაპი, ანუ პრეზენტაცია იყო შეჯამება ერთკვირიანი მუშაობის. მოსწავლეებმა ნახატებით და თანდართული ინფორმაციით მოახდინეს პრეზენტაცია. მესამე კლასის მოსწავლეებმა აღნიშნული პროექტით გაიღრმავეს ლექსიკური მარაგი და განამტკიცეს გრამატიკული ნაწილი დაკავშირებული
მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს გარკვეული სოციალური ქცევებიც. პროექტი ასევე
ემსახურებოდა მოსწავლეთა ემოციური
მხარის განვითარებას ილუზიური
ფაქტების შიშის დაძლევას.
შეფასების რუბრიკის სწორად გამოყენებამ პროექტის მიმდინარეობა და შედეგი საინტერესო გახადა.
პროექტის განხორციელებისას
რაიმეს დამატების ან მოდიფიცირების საჭიროება არ შექმნილა.
ვფიქრობ აღნიშნული ტიპის პროექტების ხშირი
შეთავაზება განუვითარებს მათ ჯგუფური მუშაობის და
კომუნიკაციის უნარებს. დროთა განმავლობაში აღნიშნული ხარვეზები დაძლეული იქნება.
__________________________________________________________________
სასწავლო პროექტი ინგლისურ ენაში
პროექტის სახელწოდება: „ლონდონის ღირშესანიშნაობები“;
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა გაიღრმაინ ცოდნა
და შეიძინონ მეტი ინფორმაცია ლონდონის
შესახებ, ჩამოუყალიბდეთ ინფორმაციის მოგროვების და დახარისხების უნარი,
განუვითარეთ თანამშრომლობის უნარ-ჩვევები;
პროექტის აქტუალობა: ევროპული ცნობიერების
გამყარების მიზნით, საქართველოს და დიდი ბრიტანეთის კეთილმეგობრული ურთიერთობა და
სასწავლო მასალად მრავალჯერ გავლილი მოკლე
ტექსტები, დიდ ინტერესს აჩენს მეტი ინფორმაცია გვქონდეს ლონდონის შესახებ.
პროექტის მიზნები: მოსწავლემ გაიუმჯობესოს
მოსმენის, კითხვისა და ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობისა და ინფორმაციის
სისტემატიზაციის უნარ-ჩვევები; შეივსოს ლექსიკური მარაგი ინგლისურ ენაში; შეძლოს
ლონდონის შესახებ ტურისტული გზამკვლევი ან საინფორმაციო ბუკლეტი შექმნა და
მოახდინონ ნამუშევრის პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე.
მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას: ტურისტული
გზამკვლევი ან/და საინფორმაციო ბუკლეტები ლონდონის ღირშესანიშნაობების შესახებ.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი
რესურსები: კომპიუტერი,
პროექტორი, პრინტერი, ფლიპჩარტი, საწერი ფურცლები, ფერადი მარკერები, ფერადი
ფანქრები...
პროექტის მსვლელობა (ძირითადი
აქტივობები):
პირველი
კვირა
- პროექტის მონაწილეები იყოფიან 3
ჯგუფად (თითოეულ ჯგუფში არაუმეტეს 3მოსწავლე);
- თითოეული ჯგუფი ირჩევს სხვადასხვა
ღირშესანიშნაობას;
- ჯგუფში მოსწავლეები ინაწილებენ
ფუნქციებს: ერთი აგროვებს ინფორმაციას ლონდონის გეოგრაფიულ მდებარეობის და
ისტორიის შესახებ; მეორე არჩეული
ღირშესანიშნაობის გეოგრაფიული
მდებარეობისა და შექმნის ისტორიას; მესამე - ამ ქვეყნით ტურისტებით დაინტერესების
მნიშვნელოვან ადგილებს ; მეოთხე - ამ ქვეყნის ცნობილი ადამიანების შესახებ
ინფორმაციას; მასწავლებელი ახდენს პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგს
მეორე
კვირა
მასწავლებელი თანამშრომლობს ცალკეულ
ჯგუფებთან და უწევს მათ საჭირო კონსულტაციას
- ჯგუფის ირჩევს ლიდერს, რომელიც
ახდენს შეგროვილი ინფორმაციის სისტემატიზაციას;
მესამე
კვირა- ჯგუფები ამზადებს საინფორმაციო
ბუკლეტს ლონდონის შესახებ და ჯგუფები
ახდენს მათი ნაშრომის პრეზენტაციას გაკვეთილზე Ms Powerpoint-ში მომზადებული სლაიდ-შოუს
მეშვეობით;
- ჯგუფების მიერ
მომზადებული პრეზენტაციების საფუძველზე მასწავლებლის მეთვალყურეობით მოსწავლეები
აკეთებენ ტურისტულ გზამკვლევს ლონდონის
ღირშესანიშნაობის შესახებ;
- მოსწავლეთა შეფასება ხდება
ანალიტიკური შეფასების რუბრიკის მეშვეობით;
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნული
სასწავლო გეგმასთა.
პროექტი ინტეგრირებულია ისტორიასთან და გეოგრაფიასთან:ესგ სტანდარტი და ინდიკატორები:
უცხ.ს.II.12. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს შემეცნებითი ტექსტი სხვადასხვა თემაზე
(კულტურისა და საბუნებისმეტყველო სფეროებიდან).
უცხ.ს.II.13. მოსწავლეს
შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს თხრობითი ტექსტი (ცხოვრებისეული
ისტორია, მოგონება, დღიური).
უცხ.ს.II.18. მოსწავლეს შეუძლია შექმნას სარეკლამო ხასიათის ინფორმაციული ტექსტი (ბუკლეტი, აფიშა).
უცხ.ს.II.28. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა
კულტურის სფეროდან.
უცხ.ს.II.29. მოსწავლე იჩენს ინტერესს
და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოენოვანი
ქვეყნის კულტურისა და სოციოკულტურის თავისებურებების მიმართ.
- უცხ.ს.V.24. მოსწავლეები
ამუშავებენ უცხოურენოვან წყაროებს/ტექსტებს შემდგომი გამოყენებისათვის
(მაგალითად, მასალის მოძიება-შეგროვება სასკოლო პროექტების
განსახორცილებლად).
- უცხ.ს.V.27. მოსწავლე
იყენებს რესურსებს სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
- უცხ.ს.V.29. მოსწავლე
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების
გაუმჯობესების მიზნით.
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
ძალიან კარგი
|
კარგი
|
საშუალო
|
დაბალი
|
ჯგუფის მიერ სამუშაო
მიზნის
გააზრება
|
ჯგუფმა მიზანი
კარგად
გააცნობიერა
|
ჯგუფმა მიზანი
გააცნობიერა
|
ჯგუფმა მიზანი
ნაწილობრივ
გააცნობიერა
|
ჯგუფმა მიზანი
ვერ
გააცნობიერა
|
ჯგუფის მიერ მუშაობის
ორგანიზება
|
ჯგუფის მიერ სამუშაო
კარგად
იყო
ორგანიზებული.
ჯგუფის
წევრებს
შორის
ფუნქციები
სწორად
და
თანაბრად
განაწილდა
|
ჯგუფის მიერ სამუშაო
კარგად
იყო
ორგანიზებული,
მაგრამ
ჯგუფის
წევრებს
შორის
ფუნქციები
არა
თანაბრად
განაწილდა
|
ჯგუფის მიერ სამუშაო
ნაწილობრივ
იყო
ორგანიზებული.
ჯგუფის
წევრებს
შორის
ფუნქციები
არათანაბრად
განაწილდა
|
ჯგუფის მიერ სამუშაო
კარგად
არ
იყო
ორგანიზებული.
ჯგუფის
წევრებს
შორის
ფუნქციები
არა
თანაბრად
განაწილდა
|
პროექტის ხელმძღვანელი
(მასწავლებელი): ნათია აბულაძე
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა
სიმონეთის №1 საჯარო სკოლის ინგლისური
ენის
მასწავლებელი
ნათია აბულაძის
სასწავლო პროექტ ,,ლონდონის
ღირშესანიშნაობების“ შესახებ
რეფლექსია
პროექტის
დაწყების წინ იყო დაინტერესება პროექტის
თემატიკის მიმართ. მათ გარკვეული ინფორმაცია ქონდათ აღნიშნულ თემატიკაზე. ამასთანავე პროექტი აქტუალურ საკითხს ეხებოდა რადგან ევროპული
ცნობიერების გამყარების მიზნით, საქართველოს და დიდი ბრიტანეთის კეთილმეგობრული
ურთიერთობა და სასწავლო მასალად მრავალჯერ გავლილი მოკლე ტექსტები ლონდონის ღირშესანიშნაობის
შესახებ, დიდ ინტერესს აჩენს მეტი ინფორმაცია გვქონდეს აღნიშნული საკითხის შესახებ. პროექტის
დაგეგმვისას მიზნად ვისახავდი მოსწავლეებს გაიუმჯობესებინათ მოსმენის, კითხვისა და ჯგუფური
მუშაობის, თანამშრომლობისა და ინფორმაციის სისტემატიზაციის უნარ-ჩვევები;
გაემდიდდრებინათ ლექსიკური მარაგი ინგლისურ ენაში; შეძლებისდაგვარად შეექმნათ
ლონდონის ღირშესანიშნაობის შესახებ ტურისტული გზამკვლევი ან საინფორმაციო
ბუკლეტი და მოეხდინათ ნამუშევრის
პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე. ვთვლით,
რომ განხორციელებული აქტივობების წყალობით შევძელით დასახული მიზნის მიღწევა.ვფიქრობ,პროექტის მიზანი იყო ნათელი,კონკრეტული და მოსწავლეთა შესაძლებლობებიდან გამომდინარე მიღწევადი,ის შეესაბამება ესგ-ის დასახულ მიზნებს.
პროექტის
აქტივობები
ხელს
შუწყობს
მოსწავლეთა
კვლევითი, ინფორმაციის მოძიების და შემოქმედებითი აზროვნების უნარს. პროექტის მიზნები უშუალო კავშირშია პროექტის შედეგებთან. პროექტი გათვლილი იყო მოსწავლეთა მრავალმხრივი უნარების განვითარებაზე.
პროექტის ყოველი აქტივობა შეესაბამებოდა არსებული ცოდნის გაღრმავებასა და განმტკიცებას,მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.რაც ხელს უწყობს პროექტით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას, ხოლო დავალებების სირთულე და მოსწავლეთა ჩართულობა გათვლილი იყო მათ ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე. პროექტის საგანმანათლებლო პროცესი თავისი არსით მოითხოვს მოსწავლეების მხრივ განსაკუთრებულ აქტიურობას, რაც გულისხმობს მოსწავლეების მიერ არა მხოლოდ აქტიურ მონაწილეობას განათლების მიღების პროცესში, არამედ თანატოლების სწავლის პროცესში მონაწილეობასაც. ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია მონაწილეთა ურთიერთკომუნიკაცია და თანამშრომლობა. აღნიშნულმა საგანმანათლებლო პროექტმა, როგორც სასწავლო სტრატეგიამ აამაღლა მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია.
_______________________________________________________________________________
რეფლექსია
სოციალური
პროექტის ,,არა ძალადობას“
განხორციელებაზე
სოციალური
პროექტი სახელწოდებით ,,არა ძალადობას“ დასახული მიზნები განხორციელდა. კერძოდ, მოსწავლეებმა
გამოავლინეს სუბიექტური და ობიექტური დამოკიდებულებები
მოზარდებში არსებულ ძალადობის ფაქტებზე. მათ მოიძიეს ინფორმაცია და აწარმოეს კვლევები.
გამოკითხეს სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და თემის/სოფლის წარმომადგენლები(იხ.
კითხვარი დანართი1), ითანამშრომლეს მათთან
და გამოიტანეს შესაბამისი დასკვნები. სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა მოსაზრებებისა
და დამოკიდებულებების საფუძველზე გამოკვეთეს მოზარდებში ძალადობის სხვადასხვა ფორმები
და მოაგროვეს ინფორმაცია პრევენციული ღონისძიებების შესახებ. გადაიღეს ვიდეო- ფილმი,
რითაც პროტესტი გამოხატეს ძალადობაზე და ბულინგის
შემთხვევებზე.
სოციალურ
პროექტში ჩართულმა მშობლებმა ერთხმად აღიარეს
თემის აქტუალურობა და კვლავ გამოთქვეს სურვილი
მსგავს პროექტებში ჩართვისა და სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაში თანამშრომლობისთვის(იხ.დანართი
2).
მოსწავლეებთან
ერთად დაგეგმილი აქტივობები გეგმის შესაბამისად
განხორციელდა. მუშაობის პროცესი საინტერესო იყო,
მოსწავლეთა მოტივაციის მუშაობის პროცესში თანდათან გაიზრდა. მათ მიიღეს გამოცდილება
აითვისეს ისეთი უნარები, როგორიცაა აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, უცხო საზოგადოებაში კითხვის დასმა, დებატი, პრეზენტაცია
და თანამშრომლობა უფროსებთან. მოსწავლეები ეტაპობრივად აანალიზებდნენ
პროექტის მიმდინარეობისას აქტივობებით მიღწეულ შედეგებს. გუნდური პრინციპით
ამზადებდნენ ვიდეოფაილებსა და სლაიდებს( იხ.დანართი3, დანართი 4).
პროექტის დასაწყისში შევქმენით სოციალურ ქსელ მესენჯერში
სასაუბრო ჯგუფი და ოპერატიულად ვაწვდიდი მოსწავლეებს ინფორმაციას. .(იხ.დანართი
5)
ასევე ვუგზავნიდი
ძალადობის და ბულინგის თემაზე გადაღებული
ფილმების ლინკს.(იხ.დანართი
6)
გადავიღეთ ფილმი არა ძალადობას და
მოვაწყვეთ მისი განხილვა სკოლაში და ასევე წაღებული გვქონდა თერჯოლის მუნციპალიტეტის
სოფელ ზედა სიმონეთის დავით კლდიაშვილის სახელობის სკოლაში და იქ მოქმედ მსგავს სოციალურ
პროექტის მქონე ჯგუფთან ჩავატარეთ განხილვა და დებატები მოვაწყვეთ. (იხ. დანართი
7)
ვერ მოვახერხეთ
უბნის
ინსპექტორის ან პოლიციის თანამშრომელთან საუბარი მოზარდებში ძალადობის თემაზე და მომდევნო
პროექტებში შევეცდები აუცილებლად განვახორციელო.
მსგავს პროექტზე
მუშაობისას მომავალში გავითვალისწინებ რომ აქტივობებში ჩართული საზოგადოების არეალი
გავზარდო და ვითანამშრომლო საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებთან.
დანართი 1.
სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის პირველი საჯარო სკოლა
სოციალური პროექტი ,,არა ძალადობას“
კითხვარი
1.
გსმენიათ თუ არა მოსწავლეთა მხრიდან ძალადობრივ ფაქტებზე
საქართველოს სკოლებში?
კი
არა
2.
რა სახის დანაშაულებრივი შემთხვევა გაგიგიათ სკოლის
მოსწავლეებზე?
ü არანაირი
ü ბულინგი
ü ქურდობა
ü ჩხუბი,
საქმის გარჩევა
ü იარაღის
გამოყენება
ü დაჭრა
ü მკვლელობა
ü სხვა
................................................................................................................................................
3.
გსმენიათ თუ არა ძალადობრივი ფაქტის შესახებ ჩვენი სოფლის
სკოლაში? (დადებითი პასუხის შემთხვევაში მიუითითეთ რა სახის დანაშაულზე გსმენიათ?
)-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.
ვინ მიგაჩნიათ სკოლაში ძალადობის ფაქტებში ,,დამნაშავედ“?
ü მშობელი
/ მშობლები
ü მასწავლებელი
ü საზოგადოება
ü სკოლის
დირექცია
5.
ძალადობის პრევენციის
(თავიდან აცილების) გზად რა მიგაჩნიათ ?
ü სკოლაში
ჩატარებული საუბრები / აქტივობები
ü მშობლების
დამოკიდებულებების შეცვლა
ü სასჯელის
გამკაცრება
ü ეკლესიის
გზით გადაწყვეტა
ü სხვა
(დაასახელეთ განსხვავებული აზრი...) ------------------------------------------გახაზეთ თქვენი შესაბამისი სტატუსი:
მოსწავლე მშობელი მასწავლებელი სოფლის(თემის)წარმომადგენელი
სოციალური პროექტის კითხვარი:
დანართი
2.
კითხვარი მშობლებისთვის
მიუთითეთ თქვენი ასაკი ----------------------------
1.
გსმენიათ თუ არა მოსწავლეებში ზალადობის შემთხვევებზე
თქვენი შვილების კლასში?
დიახ არა
2.
რა სახის ძალადობებძე გსმენიათ მოსწავლეებში ზოგადად?
ü ბულინგი
ü ჩხუბი
ü იარაღის
გამოყენება
ü სხვა
3.
როგორ ფიქრობთ რა გზითაა შესაძლებელი მოსწავლეებში
ძალადობის აღმოფხვრა?
ü მშობლებისა
და მასწავლებლების თანამშრომლობით
ü კლასის
დამრიგებლის მეშვეობით
ü სკოლის
დირექციის ჩარევით
ü სამართალდამცავი
პირების/ორგანოების ჩართვით სასკოლო ცხოვრებაში
ü სხვა
საშუალებით
4.
როგორ შეაფასებთ დღევანდელ შეხვედრას?
. კარგია . არ მომეწონა . უკეთესიც შეიძლებოდა
|
მოგვაწოდეთ თქვენი წინადადებები და მოსაზრებები
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მადლობა თანამშრომლობისთვის!
დანართი 3
დანართი4
დანართი
5
დანართი 6
დანართი 7
სსიპ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი.
ნათია აბულაძე /2018 წელი/
No comments:
Post a Comment