გაკვეთილის გეგმები

სამოდელო გაკვეთილი ინგლისურ ენაში

სამოდელო , პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი ინგლისურ ენაში მე-7 კლასი


მასწავლებელი:                                                                         ნათია აბულაძე
თარიღი:                                                                                      29.11.2019
საგანი:    ინგლისური ენა
კლასი:  მე-7 კლასი
თემა:     მსოფლიო დღეს და მსოფლიო ხვალ.
             
დრო:   45  წუთი
მოსწავლეთა პროფილი:   კლასში 9 მოსწავლეა. არ არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე.
 გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეებში განვავითარო პრობლემის იდენტიფიცირების უნარი, მისი გადაჭრის გზების ძიება და მიღებული ინფორმაციისა და ცხოვრებისეულ მაგალითის მოყვანით ან სტრატეგიული იდეით მოახდინონ პრობლემის გადაჭრა.
ეროვნული  სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ucx. VII 6. moswavle Tavs არTmevs yofiT sakomuniკაcio situaciebs
ucx. VII .10. moswavle igebs inსტრუქციebs (savarjiSos piroba,
amafrTxilebeli warwera, rCeva)
       ucx.VII.13. moswavle igebs faqtobrivi informaciis Semcvel martiv SemecnebiT
       teqsts sxvadasxva Temaze (kulturis, bunebismetyvelebis sferoebidan).

      Sedegi TvalsaCinoa, Tu moswavle:
• amoicnobs mTavar Temas/sakiTxebs
        • amoicnobs faqtobriv informacias
       ucx. VII 23. Moswavle სწavlobs amocanis damoukiდეblad gadaWras.
         მოსწავლე ამოიცნობს  ძირითად თემას/საკითხებს;ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას.
                    ucx. VII 26. moswavle mimarTavs sxvadasxva xerxs leqsikuri maragis gasamdidreblad.
გამჭოლი კომპეტენცია :  წიგნიერება - romelic არის ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს;
საჭირო წინარე ცოდნა  და უნარ-ჩვევები: მოსწავლეები იცნობენ  და იყენებენ  გარემოს , ბუნებრივი მოვლენების თუ გლობალური საკითხების თემატიკისათვის საჭირო ლექსიკას.
შეფასება და თვითშეფასება:  განმავითარებელი/განმსაზღვრელი შეფასება  წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.(დანართი1 და დანართი 2)
სასწავლო   მასალა და რესურსი:  დაფა, ცარცი, ფლიპჩარტი ან თაბახის ფურცლები,მე-7 კლასის  სახელმძღვანელო, კომპიუტერი.



გაკვეთილის  მსვლელობა

აქტივობა #1 .საორგანიზაციო მომენტი - სიის ამოკითხვა- 1 წთ.
აქტივობა #2 . გონებრივი იერიში- ინდივიდუალური მუშაობა- 2 წთ.
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეები   გაეცნობიან გაკვეთილის თემას , მიზანს და  შეფასების კრიტერიუმს.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ამბობს, რომ გაკვეთილის მიზანია  გლობალურ პრობლემების შესახებ სახელმძღვანელოში არსებული ინფორმაციის გაცნობით განვავითაროთ პრობლემის იდენტიფიცირების უნარი, მისი გადაჭრის გზების ძიება და მიღებული ინფორმაციისა და ცხოვრებისეულ მაგალითის მიხედვითდა პრობლემის გადაჭის გზების ძიება.  გაკვეთილზე მოსწავლეები  შეფასდებიან  ჯგუფური მუშაობის მიხედვით და წარმოდგენილი პრეზენტაციებით.გონებრივი იერიშით გააკეთებენ სიტყვათა ასოციაციებს.გაიხსენებენ გარკვეულ ლექსუკურ ერთეულებს,რომელსაც გაკვეთილის მსვლელობის დროს გამოიყენებენ.  
აქტივობა #3 . წყვილებათ მუშაობა -  5 წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები  გაეცნობიან ინფორმაციას ტექსტიდან   მოსწავლის წიგნი გვ109.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი  ურიგებს წყვილებს ამორჩევით რიცხვებს 1,2,3,4 და 5. წყვილები წიგნიდან გვ.109 ზე ტექსტ-,, The world today and the world tomorrow შესაბამისი აბზაცის დამუშავებას შეუდგება. იგი   სთხოვს მოსწავლეებს  წყვილებში  გააკეთონ მოკლე პრეზენტაცია აბზაცებში გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით თაბახის ფურცლებზე, წყვილებიდა თითო მივა სხვა მეწყვილესთან და გააცნობს თუ რა იყო მათ აბზაცში გადმოცემული, რომელ პრობლემას განიხილავდნენ. ( სულ 5 წყვილი. ერთი მოსწავლის მეწყვილე იქნება მასწავლებელი). მეწყვილეები დაუბრუნდებიან თავიანთ ადგილს.მასწავლებელი გააკეთებს მოკლე ჩანიშვნებს დაფაზე ხუთივე პრობლემისას და რამდენიმე წინადადებით ათქმევინებს არა პრობლემის წამკითხველ მოსწავლეს, არამედ მათ ვისაც სიტყვიერად გადასცა სხვა მეწყვილემ ინფორმაცია.ამით მოხდება ერთგვარი მონიტორინგი თუ რა გაიგეს მოსწავლეებმა.
აქტივობა #3 .ვიდეო რგოლის ყურება თემაზე ”ეკოლოგიური კატასტროფები და გლობალური საფრთხეები” . https://www.youtube.com/watch?v=Vztjbm6HA58      -3 წთ.
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეები განამტკიცებენ ცოდნას გლობალურ პრობლემებზე და მოემზადებიან  ჯგუფური  მუშაობისთვის .
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები  უყურებენ ვიდეორგოლს , რომელშიც ასახულია გლობალური პრობლემების გამომწვევი მიზეზები და დასახულია გადაჭრის გზები.
აქტივობა #4.  ჯგუფური მუშაობა.   -10 თწ.
აქტივობის მიზანი:   პრობლემის განსაზღვრა-განხილვა კითხვებზე პასუხის გამოყენებით.(სახელმძღვანელო და სამუშაო რვეული გვ.96)
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი   სთხოვს მოსწავლეებს  გაერთიანდნენ  3 ძირითად  თემატიკის შესახებ კითხვებზე პასუხის გასაცემად: შიმშილობა, წყლის პრობლემა და დაბინძურება.პრობლემების მიხედვით  -  შერჩევით  მიეკუთვნებიან გარკვეულ ჯგუფს. მაგ, წითელი სტიკერებიანი  -გლობალური დათბობა, ლურჯი სტიკერები- წყლის პრობლემა , მწვანე -დაბინძურების პრობლემას. ჯგუფებს ეძლევათ  დავალება შეკითხვაზე დაწერონ პასუხი ტექსტში არსებული ლექსიკური ერთეულების გამოყენებით ისე, რომ პრობლემის გადაჭრის გზები გამოჩნდეს. მაგალითად:What can we do to save water? – We turn off the water and do not spill it
აქტივობა #5 .ჯგუფების  პრეზენტაციები.- 14 წთ.
ქტივობის მიზანი: მოსწავლეები წარადგენენ საკუთარი ჯგუფების ნამუშევარს პრეზენტაციებს
აქტივობის აღწერა:  მოსწავლეები თავიანთ ჯგუფებში -სულ 3- ირჩევენ პრეზენტატორებს. მასწავლებელი ახსენებთ  ჯგუფებს, რომ პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დროის ლიმიტი 2 წუთი. -სულ 6 წუთი.
პრეზენტატორები  წარადგენენ ფლიპჩარტზე ან თაბახის ფურცლებზე  შესრულებულ  დავალებებს.
აქტივობა #6 . საშინაო დავალების მიცემა- 2 წ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები   გააღრმავებენ  შესწავლილ თემას.
აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი  ავალებს ამოსწავლეებს   მოამზადონ   ბუკლეტები თემაზე ” მსოფლიო დღეს და ხვალ” და გაკვეთილზე შეძენილი  ცოდნაზე დაყრდნობით  გააკეთონ ახალი ჩანაწერი მათ მიერ შექმნილ
ბუკლეტებში.
აქტივობა #6. შეფასება . –   2 წთ.
აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი აფასებს განმავითარებელი შეფასებით ჯგუფების მუშაობას და განმასაზღვრებელი შეფასებით პრეზენტატორებს.

              
                   









                            ჯგუფური მუშაობის შეფასების  რუბრიკა (განმავითარებელი)

კრიტერიუმი
ძალიან კარგი 
         
კარგი

საშუალო 
  
საშუალოზე დაბალი
სამუშაოს  მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაო  მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ვერ  გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო. ჯგუფის წევრების შორის ფუნქციები სწორად  და თანაბრად იყო განაწილებული.
სამუშაო ორგანიზებული იყო.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული.
სამუშაო  ნაწილობრივ ორგანიზებული იყო.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული.
სამუშაო  ორგანიზებული  არ იყო.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული.
თანამშრომლობა
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად და ნაყოფიერად მუშაობს საქმიან გარემოში.
ჯგუფის  თითქმის ყველა წევრი აქტიურად და ნაყოფიერად მუშაობს საქმიან გარემოში.
მხოლოდ ერთი ან ორი წევრი აქტიურობს,  შეინიშნება ჯგუფებს წევრებს შორის დაძაბული ურთიერთობა.
ჯგუფის წევრები არ მუშაობს, არ შეინიშნება თანამშრომლობითი გარემო ჯგუფის წევრებს შორის.


დანართი 2
                     პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა  (განმასაზღვრებელი)

  კრიტერიუმი
  
         9-10

            7-8

           5-6

            3-4
 თემასთან კავშირი
 მასალა წარმოდგენილია ლოგიკურად და გასაგებად, ფაქტები მოყვანილია
მასალა წარმოდგენილია  გასაგებად, აკლია  ფაქტები
მასალა წარმოდგენილია ბუნდოვნად , არ არის დაცული თანმიმდევრობა

 მასალა  ძალიან მწირია
 საუბარი
გამართულად და დამაჯერებლად საუბრობს, იყენებს მრავალფეროვან ლექსიკას.
გამართულად და გასაგებად საუბრობს.
 ხშირად ჩერდება, იყენებს მარტივ ლექსიკას, აკლია დაჯერებულობა.
ვერ საუბრობს ინგლისურად.
თვალსაჩინოების გამოყენება
იყენებს  თვალსაჩინოებას მართებულად.
იყენებს შესაბამისად.
იყენებს შეუსაბამოდ.
არ იყენებს.
აუდიტორიასთან
კონტაქტი
კარგად  ფლობს კომუნიკაციის უნარს.
ამყარებს აუდიტორიასთან კონტაქტს.
უჭირს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარება.
არ არის კონტაქტი .
დროის ლიმიტის დაცვა
იცავს  დროის ლიმიტს.
უჭირს დროის ლიმიტის დაცვა.
უჭირს დროის ლიმიტის დაცვა.
არ იცავს დროის ლიმიტს.


No comments:

Post a Comment

ჩემს შესახებ

  მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ნაკრებია, რომლებზეც თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა უკეთესი და უფრო მდგრად...